Saturday, September 14, 2013

დედამიწა ჩვენი სახლია
სასწავლო პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
პროექტი ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში –დედამიწის კაცობრიობის მოქალაქეობის გააზრებას, ბიოგეოგრაფიული საკითხების განხილვას ექსტრემალურ რეგიონების მაცხოვრებლებთან მიმართებაში,  ბიოსფეროს უარყოფითი ცვლილებების ანთროპოგენური მიზეზების გაცნობას,  ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას.
სასწავლო პროექტის მიზნები:
·         I-VI კლასების მოსწავლეები პროექტის შემოქმედებით საქმიანობაში  ჩართვით განივითარებენ დედამიწის ბუნების მშვენიერების განცდას და წარმოსახვის უნარს;
·         VII-XI  კლასების მოსწავლეები გაიაზრებენ ადგილობრივი გარემოს და საერთოდ დედამიწის ეკოლოგიურ საფრთხეს, დაბინძურებას, განსაცდელში ყოფნას  და ზრუნვის აუცილებლობას;
·         პროექტში მონაწილენი გაეცნობიან საარსებო გარემოს და ადამიანის განვითარების მიზეზ–შედეგობრივ კავშირს;
·         მოსწავლეები განივითარებენ: თანამშრომლობით,  საინფორმაციო–საკომუნიკაციო, შრომით უნარ–ჩვევებს.
·         პროექტის საშუალებით ითანამშრომლებენ –დაწყებითის– I-VI კლასების,ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტ პედაგოგები.
პროექტი სასწავლოეროვნული გეგმის შემდეგ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს:
ს.გ.I.2.  მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.3.   მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.I.4 . მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.I.5.   მოსწავლეს შეუძლია  მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებამომჟღავნება.
ს.გ.II.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.II.4. ; ს.გ.III.4.   მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.III.3.   მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.IV.3.; ს.გ.V.3.    მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი სახვ ნამუშევარში.
ს.გ.IV.4.  მოსწავლეს შეუძლია გრძნობებ და იდეებ ასახვ  ნამუშევარში.
ს.გ.VI.3.   მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის კავშირებს და შეუძლია მათი თავისებურებების გადმოცემა ნამუშევარში.
ს.გ.VI.4.   მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია  მათ გამოსახვა ნამუშევარში.
ბუნ.I.8;ბუნ.II.9..მოსწავლეს შეუძლია დამოკიდებულები გამოხატვა საკუთარი  გარემოსადმი.
 ბუნ.II.9.ბუნ.III.2.მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.
ბუნ.IV.11.ოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.
ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და  დასაბუთება. 
ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისათვის
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
      ბიოლ.10.1 მოსწავლე განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს;
·         მოსწავლე განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებსფოტოები,ჩანაწერები;
·         ბიოლ.10.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·         მოსწავლე ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევებში ხსნის მიზეზებს;
·         მოსწავლე აფასებ იძლევა თუ არა გამოტანილი დასკვნები მორიგი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას;
·         ბიოლ.10.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედშიუ მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
·         მოსწავლე ვარაუდობს თუ როგორი იქნება უჯრედის მეტაბოლიზმი კონკრეტულ სიტუაციაში;
·         ბიოლ.10.6. .მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში;
·         ასაბუთებს სისხლის და სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობას ნახშირორჟანგის და ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში.
·         გეო.X.3. მოსწავლეს შეუძლია ქვეყნების კლასიფიკაციის საფუძველზე  გაანალიზოს მათი განვითარების პერსპექტივები.
·  გეო.X.      ადარებს რეგიონებს ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკის დარგების,მოსახლეობის და განვითარების პერსპექტივების მიხედვით; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ამ ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირებზე.
პროექტში მონაწილეთა ასაკი–6–17წწ.
პროექტის ხანგრძლივობა– 01/2013–09/2013.
მისაღწევი შედეგები
მოსწავლები:
·         მოიძიებენ ინფორმაციას დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
·          გაეცნობიან  მოძიებულ მასალას და წარმოადგენენ სხვასდასხვა სახით;
·          გაამწვანებენ ეზოს გარკვეულ ტერიტორიას– გააშენებენ ყვავილნარს, გაუმჯობესდება სკოლის ესთეტიური მხარე;
·          გააცნობიერებენ ადგილობრივ გარემოზე და ზოგადად დედამიწაზე ზრუნვის აუცილებლობას;
·         გაუძლიერდებათ ბუნების სიყვარული;
·         განუვითარდებათ შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და შრომითი უნარები;
·         ერთიან პროცესში წარმართავენ საგაკვეთილო და კლასგარეშე საქმიანობას;
·         მოახდენენ საწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას;
·         პროექტში მონაწილე მასწავლებლებს თანამშრომლობის საფუძველზე განუმტკიცდებათ კოლეგიალური ურთიერთობა;
·         სასკოლო ატმოსფეროში შეიქმნება დადებითი ატმოსფერო.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
·             საპროექტო თემის შერჩევა;
·           პროექტის დაგეგმვაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა  მონაწილეობა;
·         პროექტის შსახებ მშობელთა ინფორმირება და მათი ჩართვა;
·         საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება;
·         ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება;
·         I-VI კლასების მოსწავლეების მუშაობა დედამიწის შესახებ ნახატებზე(თავისუფალი თემა-სურვილის მიხედვით, პედაგოგები:ს. ჯამბრიშვილი, მ. განჯელაშვილი, დ. კავკასიძე, დ. ჭოხონელიძე, ნ. ცარულაშვილი, მ. ნუცუბიძე);
·          ნახატების გამოფენის მოწყობა;
·         VII-XI  კლასების მოსწავლეების მიერ პოსტერების დამზადება(დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ - თემა თავისუფალი,სურვილის მიხედვით, პედაგოგები: მ.გუგუტიშვილი, ი. გორდაძე, ლ. მალახოვა, მ.არჩუაძე, ქ.თულაშვილი, დ.ტეტუნაშვილი, თ. ხმალაძე);
·         პოსტერების გამოფენა ;
·         X კლასის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება - ,,ექსტრემალურ რეგიონთა მოსახლეობის ადაპტაციები“(ბიოლოგია, გეოგრაფია და ისტ-ის ინტეგრირება.არქტიკის ჯგუფის ხელ-ლი თ. გიგუაშვილი, უდაბნოს ჯგუფის ხელ-ლი თ. ბაბუციძე, მ.აღალი მთების ჯგუფის ხელ-ლი ნ.გოგიჩაიშვილი. პედაგოგები: მ.ქურდაძე, ნ. ზაუტაშვილი, მ. ნუცუბიძე);
·         VIII კლასის საპროექტო ჯგუფის მიერ ვიდეო - კოლაჟის „დედამიწის ბუნება დღეს“- მომზადება და ჩვენება.ჯფუფის ლიდერი VIII კლასის მოსწავლე ლ. ბედოშვილი ;
·         მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების მიერ ყვავილოვან და დეკორატიულ მცენარეთა - თესლების, გორგლების, ბოლქვების და მწვანე ნაწილების მოგროვება;
·         VIII-XI კლასების მოსწავლეთა მიერ, სკოლის ეზოს გასამწვანებელი ტერიტორიის შერჩევა, დამუშავება, დაბარვა-სიმბოლურად წრის სახით, ყვავილების დათესვა-დარგვა გამწვანება.პედაგოგები: ც.გორგიშელი, დ.ტეტუნაშვილი, ი.ნაოჭაშვილი, მ.ქურდაძე;
·         მსოფლიოს სახელმწიფოთა კუთხის მომზადება - IX კლასის მოსწავლეები;
·          დედამიწის დღის - 22 აპრილის - საზეიმოდ აღნიშვნა :ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიები, I-XII კლასებში პირველ გაკვეთილზე საუბარი დედამიწის გლობალური პრობლემების შესახებ(პედაგოგები).                                                                                 
      მოსწავლეთა წარმატებების დადგენა–კითხვებზე პასუხი; სემანტიკური ცხრილის შევსება.
      შეფასების კრიტერიუმები: თანამშრომლობა,ისტ–ის გამოყენება,მოძიებული ინფორმაციის ასახვა პოსტერებზე, შრომითი უნარების პრაქტიკაში გამოყენება.
      სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:ბუნებისმეტყველების,ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სასწავლო სახელმძღვანელოები,დამხმარე ლიტერატურა ბიოგეოგრაფიაში–ა.ალექსეევი,ინტერნეტ ვებ–გვერდები, საკანცელარიო მასალა(სახატავი ფურცლები, თაბახის ფურცლები, ფორმატები,ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები, სხვა სახატავი საშუალებები, პასტები, ფანქრები, საშლელები, ჭიკარტები, წებოვანი ფურცლები და ა.შ.),გასაბერი ბუშტები, ისტ ლაბორატორია, შრომითი ინვენტარი.
    პროექტის მონიტორინგი: მონიტორინგი განხორციელდება პერიოდულად.